ვაზიანის დასახლებაში მდებარე სოციალურ საწარმოებში პირბადეების და პურის წარმოება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ვაზიანის დასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც სოციალური სამკერვალო და პურის საცხობი დაათვალიერეს, ისინი ასევე საწარმოო პროცესას გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღიც იმყოფებოდა.

„თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა (TİKA) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ვაზიანის დასახლებაში არსებულ სამკერვალოში პირბადეები დამზადდება, რომელიც დევნილ მოსახლეობას ახალი კორონავირუსისგან დასაცავად გადაეცემა. ასევე ვაზიანში არსებულ სოციალურ საწარმოში პურის ცხობა დაიწყო. პროდუქცია განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილებს დაურიგდებათ. პირბადეების დასამზადებლად და პურის გამოსაცხობად საჭირო მასალა საწარმოებს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ გადასცა. ორივე საწარმოში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან დასაქმებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო