გია ვოლსკი მერაბიშვილის ინტერვიუზე - ეს არის სახელმძღვანელო, თუ როგორ არ უნდა მართავდე ქვეყანას და როგორი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქვეყნის სათავეში

სახელმძღვანელო, თუ როგორ არ უნდა მართავდე ქვეყანას და როგორი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქვეყნის სათავეში, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვანო მერაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.

მისი განცხადებით, ეს ინტერვიუ იყო იმის მცდელობა, რომ პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიტანონ ის დანაშაულები, რომელიც მაშინდელ მმართველობის სისტემას ახლდა თან. დეპუტატი მიიჩევს, რომ „ამას ყურადღება უნდა მიაქციოს საერთაშორისო პარტნიორებმაც“.

„პრაქტიკულად ეს იყო თვითაღიარება ორი ადამიანის, ვინც მართავდა იმ პერიოდში, სახელმწიფოს მმართველობის სისტემაში იღებდა მონაწილეობას, დესპოტური მმართველობის სისტემა შექმნა და რაც არ უნდა შეაფასონ და როგორი კუთხითაც არ უნდა ეცადონ დაგვანახონ ის მდგომარეობა, ფაქტია, რაც მოხდა გირგვლიანთან დაკავშირებით. ეს ერთი საკითხიც საკმარისი იქნებოდა, ან იმ განზრახ მოკლული ადამიანების თემაც გავიხსენოთ, ან თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნები გავიხსენოთ, რა მოხდა ციხეში, რა მოხდა C ჰაპატიტით დაავადებულ ადამიანთა მიმართ, იყო თუ არა წამება ამ სახელმწიფოში, როგორც მართვის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი. ეს ყველაფერი რეალობაში გვქონდა და დღეს ის მცდლობა, რომ პოლიტიკურ ასპექტში გადაიყვანონ ეს დანაშაულებრივი მმართველობის სისტემა რასაკვირველია, არის კიდევ ერთი მცდელობა იმისთვის, რომ თავისი პოზიციები გააძლიერონ დღევანდელ პოლიტიკურ ასპარეზზე. პირდაპირ ითქვა ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ უნდა ყოფილიყო გატარებული ისეთივე ზომები, როგორც ბადრი პატარკაციშვილის მიმართ, ძალადობაზე მაქვს ზოგადად, საუბარი. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის პერიოდი არ ახსოვს და არ აქვს იმ პერიოდთან ემოციური კავშირი, ეს არის სახელმძღვანელო, თუ როგორ არ უნდა მართავდე ქვეყანას და როგორი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქვეყნის სათავეში. გარკვეულწილად ამ ისტორიულ გაკვეთილს, მე ვფიქრობ, ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც, რომლებსაც არ უნდა დარჩეთ ეჭვი იმ პოზიციაში, იმ სიმართლეში, რაც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია. მე ვფიქრობ, რომ ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ არის გასაანალიზებელი იმ ადამიანების მიერ, ვინც დღეს მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“, მიშა სააკაშვილის კლასტერს,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო