პრეზიდენტმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივანთან პოსტკრიზისულ პერიოდში ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, ვიდეოზარის საშუალებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ესაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაზარალდა სწორედ ტურიზმია.

„მნიშვნელოვანია პოსტკრიზისული პერიოდისათვის მზადება და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რათა საქართველომ კრიზისის შემდეგ ტურისტული პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო განავითაროს. ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ის კონკრეტული გეგმები გააცნო, რაზეც ამ ეტაპზე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს არსებული სირთულეების დასაძლევად და ტურიზმის სტრატეგიული მიმართულებების მხარდასაჭერად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო