კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს და მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტებით მოამარაგებს

კასპის მუნიციპალიტეტში, 27 აპრილიდან, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს და მრავალშვილიან ოჯახებს მოამარაგებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი იქნა გამოყოფილი.

„როგორც ვიცით, COVID-19 ვურუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი ხანდაზული ადამიანები არიან. მათ შორის კი განსაკუთრებულად უჭირთ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველობის გარდა, გადაადგილების და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტებით სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და მრავალშვილიან ოჯახების მომარაგებას კასპის მუნიციპლიტეტის მასშტაბით. ასე ვეცდებით მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ მათ კრიზისული პერიოდის გადატანა.

აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი.

ღონისძიება 27 აპრილს,12:30 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმიდან დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა