ლევან ბოძაშვილი - ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომ „ორ გვამში“ რუსებს გულისხმობდა, გამოყენებული იქნება რუსეთის მიერ მიმდინარე საერთაშორისო საქმეებზე და რთულ მდგომარეობაში აყენებს ქართულ სახელმწიფოს

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ის „ორ გვამში“ რუსებს გულისხმობდა, ფატუ ბენსუდას ოფისის პოტენციური მოწმე და მტკიცებულება გახდა.

როგორც ლევან ბოძაშვილი განმარტავს, დაუფიქრებელი მოქმედებები და განცხადებები მაშინაც მძიმე მდგომარეობაში აგდებდა ქვეყანას და ახლაც.

ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომ ორ გვამში რუსებს გულისხმობდა, არაპირდაპირ მტკიცებულებას აჩენს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსათვის. ეს განცხადება გამოყენებული იქნება რუსეთის მიერ ყველა მიმდინარე საერთაშორისო, ან შემდგომ პოტენციურ საქმეებზე და რთულ მდგომარეობაში აყენებს ქართულ სახელმწიფოს. თავადაც, მერაბიშვილის ასეთი დაუფიქრებელი მოქმედებები და განცხადებები ხელისულების უმაღლესი პირების მხრიდან მაშინაც მძიმე მდგომარეობაში აგდებდა ქვეყანას და ახლაც, საკუთარი პოლიტიკური რეაბიტირების მიზნით უგუნურად არის გამოყენებული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, - აცხადებს ბოძაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა