ევროკავშირი - მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე

მივესალმებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ სამოქმედო გეგმას კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო სერვისებისა და ხელმისაწვდომი დახმარების შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებას ოჯახების, ცალკეული ადამიანებისა და თემების პრობლემების შესამსუბუქებლად , - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობისა და საქართველოში არსებული მოწყვლადი ჯგუფების დაცვას კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში.

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ გენდერული თანასწორობა ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპი და ძირითადი ღირებულებაა და საზოგადოების ყველა ნაწილში კარანტინს, იზოლაციასა და თანდართულ ფინანსურ სტრესს თან სდევს გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის შემთხვევების გაგრძელებისა და ზრდის საფრთხე.

ევროკავშირი მიესალმება იმ ზომებს, რომლებიც მიმართულია ამ კუთხით მოქალაქეების ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებისკენ.

„მისასალმებელია, რომ დახმარების სამსახურები, როგორიცაა სატელეფონო ხაზი 112 და თავშესაფრები, ხელმისაწვდომია გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის და კრიზისულ სიტუაციაზეა მორგებული. ასევე მისასალმებელია შემდგომი ზომები, როგორიცაა მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება მათი ძირითადი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ისევე როგორც ნდობის მშენებლობა სახელმწიფოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რეაგირების როლი კრიზისის დაძლევის საქმეში.

„საქართველოს მიერ ამ კრიზისის დაძლევის საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და კვლავ აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რეაგირებას. კორონავირუსის დაძლევისთვის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის მიერ ზომების მიღებისა და სტრატეგიების შემუშავების პარალელურად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მკაფიო გენდერულ ანალიზს საქართველოს მიერ პანდემიის ამ ერთ–ერთ მთავარ, ნეგატიურ გვერდით ეფექტთან წარმატებით გამკლავებისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემია უპრეცედენტო გამოწვევაა, რომელიც აიძულებს ქვეყნებს, მოქალაქეებსა და მთავრობას, ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალონ, ის ყველაზე ახდენს გავლენას.

„პანდემიის ნეგატიური შედეგები განსაკუთრებით რთულია დაუცველი ადამიანებისთვის. ჯანმრთელობისა და ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად გადაუდებელი და აუცილებელი ზომების მიღებისას არავინ უნდა გამოგვრჩეს, მათ შორის, არც ის, ვინც უკვე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, იძულებით გადაადგილებულია, შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, გენდერული და ოჯახური ძალადობის მსხვერპლია ან უსახლკარო ბავშვია თუ ზრდასრული. ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერით მთავრობა, სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოებისგან შემდგარი ორგანიზაციები პანდემიის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტები, მათ შორის, „სწრაფი რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, საშუალებას აძლევს მათ, დაუყოვნებლივ დაეხმარონ მოწყვლად ჯგუფებს. მსგავსი კრიზისის დროს, დემოკრატიული საზოგადოების ყველა ჯგუფი გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ პლურალისტული სამოქალაქო საზოგადოებისთვის ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ხელშემწყობი გარემოს არსებობა. არავინ არის დაზღვეული ამ პანდემიის შედეგებისგან და არავინ უნდა გამოგვრჩეს. გენდერული თანასწორობა ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპი და ძირითადი ღირებულებაა. საზოგადოების ყველა ნაწილში კარანტინს, იზოლაციასა და თანდართულ ფინანსურ სტრესს თან სდევს გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობის შემთხვევების გაგრძელებისა და ზრდის აშკარა საფრთხე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყველა ბავშვს, უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა. ამავდროულად, არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ ამ რთულ დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უზრუნველყოფილი იყოს სათანადო სამედიცინო დახმარება და განათლება, ეკონომიკური მხარდაჭერა და ნებისმიერი შესაძლო დისკრიმინაციისგან დაცვა. ასევე გვინდა აღვნიშნოთ ის მძიმე ტვირთი, რომელიც ამ კრიზისის შედეგად დააწვა ბევრ ქალს, ვინც წინა ხაზზე მუშაობს ვირუსით მეტად მოცულ სფეროებში, ჯანდაცვასა და სოციალური სერვისებში. ამავდროულად, არის მოლოდინი, რომ ისინი თავიანთ ოჯახებზეც იზრუნებენ მაშინ, როდესაც საბავშვო ბაღები, დღის ცენტრები, სკოლები და სერვისები ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აღარ არის ხელმისაწვდომი”, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო