ხათუნა ზახაშვილი - ე.წ. სწრაფი ტესტები არ გამოიყენება დიაგნოსტიკისთვის, მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დაავადებულის მდგომარეობის შეფასებისთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, არც ერთი ექსპერტული მოსაზრებით, ე.წ. სწრაფი ტესტები არ გამოიყენება დიაგნოსტიკისთვის, მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დაავადებულის მდგომარეობის შეფასებისთვის.

როგორც ზახაშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ახალი შემთხვევების გამოსავლენად PCR მეთოდით ლაბორატორიული ტესტირება დღეისთვის ოქროს სტანდარტად რჩება.

“ანტისხეულების ტესტები დღეისთვის, რითაც გაჯერებულია მსოფლიო ბაზარი, ეს არის სწრაფი ტესტები, თუმცა არც ერთი ექსპერტული მოსაზრებით, ანტისხეულის ტესტები არ გამოიყენება დიაგნოსტიკისთვის, მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დაავადებულის მდგომარეობის შეფასებისთვის და არა იმისთვის, რომ შეფასდეს მოსახლეობის ე.წ. სეროპრევალენტობა და სეროპრევალენტობის შეფასება ვფიქრობთ, რომ უნდა ჩატარდეს ისეთი ტესტსისტემებით და იმგვარად, რომ არ დატოვოს ზედმეტი კითხვა მისი ხარისხისა და სანდოობის შესახებ. ამგვარი სეროპრევალენტობის შესწავლა ქვეყანაში ზოგადად დაგეგმილია, მაგრამ ეს არა ამ ეტაპზე, არა დღეისთვის, მაშინ როცა მთავარი ძალისხმევა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმართული უნდა იყოს ახალი შემთხვევების გამოვლენისკენ, სწორი დიაგნოსტიკისკენ და PCR მეთოდით ლაბორატორიული ტესტირებისკენ, რომელიც რჩება ოქროს სტანდარტად ახალი შემთხვევების გამოვლენისთვის”, - განაცხადა ზახაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა