ხათუნა ზახაშვილი - მუდმივად არსებობს იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა, პაციენტთა რაოდენობამ მოიმატოს და თუ ჯანდაცვის სისტემა ვერ აუვა გაზრდილ რაოდენობას, გაწერილია გეგმა

მუდმივად არსებობს იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა, პაციენტთა რაოდენობამ მოიმატოს და თუ ჯანდაცვის სისტემა ვერ აუვა გაზრდილ პაციენტთა რაოდენობას, გაწერილია გეგმის ნაწილი, რომელიც გულისხმობს, რომ მსუბუქი პაციენტები დარჩნენ ბინაზე, ან არასაავადმყოფო პირობებში და იქ მოხდეს მათი ზედამხედველობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განცხადა.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის მართვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ყველა პაციენტი იყოს იზოლირებული, თუმცა უმჯობესია ეს იზოლირება საავადმყოფოს სივრცეებში მოხდეს.

„ეს არ არის მხოლოდ კოვიდინფიცირებულის სურვილზე დამოკიდებული, მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი და მექანიზმი. როდესაც ავადმყოფი არის იზოლირებული საავადმყოფოში, გარანტია იმისა, რომ ეს პაციენტი არის სრულად და კარგად იზოლირებული და არ მოახდენს დაავადების გადაცემას სხვა ადამიანებზე, არის უფრო მეტი. შესაბამისად, ეპიდსიტუაციის მართვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ყველა პაციენტი იყოს იზოლირებული და უმჯობესია ეს იზოლირება მოხდეს საავადმყოფოს სივრცეებში, სადაც თითოეული მათგანისთვის შექმნილია ადეკვატური სიტუაცია. მეორეს მხრივ, მკურნალი ექიმები უკეთ ადგენენ და ახდენენ თითოეული შემთხვევის მონიტორინგს.

მუდმივად არსებობს მოლოდინი იმისა, რომ შესაძლოა, პაციენტთა რაოდენობამ მოიმატოს და თუ ჯანდაცვის სისტემა ვერ აუვა გაზრდილ რაოდენობას, გაწერილია გეგმის ნაწილი, რომელიც გულისხმობს, რომ მსუბუქი პაციენტები დარჩნენ ბინაზე, ან არასაავადმყოფო პირობებში და იქ მოხდეს მათი ზედამხედველობა. ხოლო საავადმყოფოებსა და ჰოსპიტლებში მოხდეს საშუალო და მძიმე პაციენტების მეთვალყურეობა. ასეთი გეგმები არსებობს, არსებობს მზადება შესაბამისი პროტოკოლების, რომლის მიხედვითაც ადამიანები თავისი უბნის ან პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებენ მკურნალობას ბინის პირობებში, თუ საქმე გვექნება კოვდინფიცირების მსუბუქ შემთხვევებთან,“ -აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება