საქართველო უახლოეს საათებში გერმანიიდან და ჩინეთიდან სწრაფი ტესტების დიდ პარტიას ელოდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს, გერმანიიდან ქვეყანაში 15 000 ტესტი შემოვა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ტესტების მარაგს ხვალ დილით უკვე ჩინეთიდან ელოდებიან.

„ჩინეთში ჩვენს საელჩოს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ძალიან გვეხმარებიან. ერთ-ერთი ჩარტერით, ხვალ ტესტების დიდი პარტია ჩამოდის. ახლაც, როცა პირდაპირ ეთერში ვართ, დაახლოებით, 15 000-მდე ტესტი გერმანიიდან ვარშავის ჩარტერით მოდის, იმ ჩარტერით, რომელსაც ჩვენი თანამემამულეები ევროპიდან გადმოჰყავს. ეს თვითმფრინავი ბათუმში დაჯდა და ბათუმიდან უკვე თბილისში გამოფრინდა და მალე თბილისში იქნება. ამ წუთისთვის მარაგში 9 000-მდე ტესტია, ხვალ დილისთვის, როცა ვარშავის ჩარტერი დაჯდება თბილისში, ეს იქნება ასული 21 000-მდე, ხვალ ღამე, როცა ჩინეთის ჩარტერი ჩამოვა თბილისში, ტესტების რაოდენობა ავა 60 000-მდე, მაისის დასაწყისამდე 100 000 ტესტის გარანტია არის ქვეყანაში და უკვე დავიწყეთ მუშაობა, შემდეგ 100 000-ზე, რომ მაისში და ივნისში ეს თამასა დავიჭიროთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა