ამირან გამყრელიძე - პაციენტს ექიმი ყოველთვის აცნობს, რა გამოკვლევები და რა მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს

პაციენტს ყოველთვის აცნობს ექიმი, რა გამოკვლევები და რა მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა „ინტეპრესნიუსის“ შეკითხვას, რამდენად არიან პაციენტები წინასწარ ინფორმირებულები იმ შემთხვევაში, როცა მათ ოზონოთერაპიით ან პლაქვენილით მკურნალობენ.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ექიმი ვალდებულია გამოკვლევებთან და მკურნალობასთან დაკავშირებით პაციენტისგან ინფორმირებული თანხმობა მიიღოს.

„საქართველოში არის კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, 2001 წელს მიღებული, რომელმაც შემოიტანა ცნება ე.წ. ინფორმირებული თანხმობის. პაციენტს ყოველთვის აცნობს ექიმი, რა გამოკვლევები და რა მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს. თუ რომელიმე დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან, რა თქმა უნდა, ეს ინფორმირებული თანხმობა პაციენტისგან მიღებული არის ხოლმე და უნდა იქნეს მიღებული და დარწმუნებული ვარ ასე ხდება, რადგან ეს საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკაა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. სხვადათაშორის საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო ვინც პაციენტის უფლებების შესახებ კანონი მიიღო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა