ამირან გამყრელიძე - თუ დავიცავთ ყველა პირობას, რასაც ხშირად ვქადაგებთ, დიდი ნახტომისებური ზრდა ამ ორ კვირაში არ უნდა იყოს, შევდივართ პიკში და თუ ამ ტემპით წავედით, ეს ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცეტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქების პარალელურად, ქვეყანაში ორი მიმართულება უნდა იყოს სრულყოფილი - გაფართოებული ტესტირება და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა.

„უფრო მეტი ადამიანის გატესტვის საშუალება უნდა გვქონდეს ქვეყანაში და მერე მხრივ ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ მიიღოს ადამიანები. ე.წ შემსუბუქების პერიოდში შეიძლება მოიმატოს პერიოდულად დაავადებულთა რაოდენობამ. ამ პერიოდში ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ გარკვეული შემსუბუქების შემდეგ, შესაძლებელია დაგვჭირდეს ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრება თუ იქნა ბევრი შემთხვევა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ თუ ამ ფარგლებში დავრჩით, დავიცავთ ყველა იმ პირობას, რასაც ხშირად ვქადაგებთ, დიდი ნახტომისებური ზრდა ამ ორ კვირაში არ უნდა იყოს. შვდივართ ჩვენ პიკში და თუ ამ ტემპით წავედით, ეს ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადია. ამიტომ აუცილებელია, რომ გვქონდეს საშუალება გაფართოვებული ტესტირების. რაც შეეხება ტესტირებას ის ფართოვება თანდათან რის ხარჯზე, პირველი ქვეყანაში აღირიცხება ყველა ცხელების ადამიანი. ყველა ცხელების ქვეშ კოვიდი ნამდვილად არ იქნება, დამშვიდდით, იშვიათად იქნება, მაგრამ ფრთილად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ცხელების მქონე პაციენტებს არა მხოლოდ „ცხელების ცენტრებში“, არამედ ყველა სხვა კლინკაშიც ლაბორატორიული ტესტირება ჩაუტარდებათ. მისივე თქმით, ამასთანავე, უკვე დიდი ხანია ანალიზი უტარდებათ პნევმონიის მქონე ყველა ადამიანს ნებისმიერ კლინიკაში.

„ამავე დროს თანდათან გვაქვს გეგემა, როდესაც, ვთქვათ, 1500 -ზე ავალთ, ვინ უნდა ჩაერთოს კიდევ ამ კვლევაში. მივაქცევთ უფრო მეტად ყურადღებას კარანტინში მყოფებს. შიდა მსჯელობა გვაქვს, რომ კარანტინიდან გამოსვლის წინ ადამიანებს ასევე ჩავუტაროთ PCR ტექნოლოგიებით ტესტირება. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე დიდი რაოდენობით სამდიცინო პერსონალი, ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები გამოვიკვლიეთ და ეს კიდევ უფრო გაფართოვდება, იმიტომ რომ ერთი მხრივ, ტესტირების გაფართოვება და მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა, არის იმის გარანტია, რომ ჩვენთან ინფექცია იყოს კონტროლირებადი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა