თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა საქმეების სამმართველოს თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი ჩატარდა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სერტიფიცირებული გამომძიებლები და დეტექტივები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანთა სამმართველოში იმუშავებენ არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლების ონლაინკურსს გადიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული დისტანციური კურსი 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ბავშვის განვითარების ფსიქო-სოციალური ასპექტები, დაზარალებული და მოწმე არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური პორტრეტი; ბავშვთან ურთიერთობის სპეციფიკა; არასრულწლოვანთა გამოკითხვის თავისებურებანი, მეორეული და ხელახალი ვიქტიმიზაცია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპები, პრაქტიკული სავარჯიშოები და სხვა.

კურსი ევროპის საბჭოს „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო და 2021 წლამდე გაგრძელდება. პროექტის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს არასრულწლოვანთა, თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის სტანდარტის, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის გაუმჯობესებას “, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო