ანა დოლიძე - ვანო მერაბიშვილი არის „პოლიტიკური კორონავირუსი“ ოპოზიციისთვის

ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს ვუსამძიმრებ ყველა იმ გაერთიანებას, სადაც ის მივა. მიუხედავად კრავის ნიღბისა, რომელიც მან მოირგო, იგი არის „პოლიტიკური კორონა ვირუსი“ ოპოზიციისთვის , - ასე შეაფასა იურისტმა ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ.

„დაახლოებით 14-15 წლის წინ პირადად ვიყავი ჩართული და ვიბრძოდი კბილებამდე შეიარაღებული ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ. ვთვლიდი, რომ მასთან ბრძოლა დავასრულე 2012 წლის ოქტომბერს, როდესაც ის გავისტუმრეთ ხელისუფლებიდან. დღემდე კარგად მახსოვს გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის საქმეები. პირადად ვიყავი მომსწრე იმ სადამსჯელო ოპერაციისა, რომელიც ვანო მერაბიშვილმა ჩაატარა ახალციხის უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ბერაძის წინააღმდეგ, რომელმაც მის მეუღლეს არ მისცა ყალბი დიპლომი. მახსოვს 2005, 2006, 2007 წლებში არაერთი ე.წ ლიკვიდაცია - ამ ტერმინს იყენებდნენ, რადგან არ უნდა გვეგრძნო, როგორ ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში. ეს ფაქტები არ მაძლევს საშუალებას მშვიდად მოვეკიდო და უბრალოდ იგნორი გავუკეთო მერაბიშვილის მიერ საკუთარი თავის რეაბილიტაციის მცდელობას“, - აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძის თქმით, სისტემა, რომლითაც დღეს „ქართული ოცნება“ სარგებლობს, „არის ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი შვილი“.

„სისტემა, რომლითაც სარგებლობს დღეს „ქართული ოცნება“ და რომელზეც ყველა ერთად ვართ გაბრაზებული - ვგულისხმობ სასამართლოს, მთავარ პროკურატურას, სამართალდამცავ სტრუქტურას და უსაფრთხოებას, არის ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი შვილი. ეს არის რეპრესიული დაუსჯელობის მანქანა, რომელსაც დღესაც ვიმკით ფარცხალაძის ფენომენით. ეს კასტა დღესაც სარგებლობს ყველანაირი პრივილეგიით მაშინ, როცა მილიონობით ადამიანი სახლშია გამოკეტილი“,- წერს დოლიძე.

ანა დოლიძის თქმით, ვანო მერაბიშვილი არის „ქართული ოცნების“ ოქროს მოწმე, რომელსაც არჩევნებისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს.

„ტყუილად არ იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მიერ სახელდახელოდ დამზადებულ ფირნიშებზე გამოსახული ვანო მერაბიშვილი, მეგიზ ქარდავა და სხვა რეპრესიული მანქანის შემქმნელები. ეს ისტორიები, რომლითაც დღესაც სარგებლობს მმართველი გუნდი, კვლავ ამოვა წინ მომავალ არჩევნებზე. ამიტომ, სადაც არ უნდა მივიდეს ვანო მერაბიშვილი, ის პოლიტიკური გაერთიანება აიკიდებს „პოლიტიკურ კორონას“, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლო იქნება „ქართული ოცნებისთვის“. ახლა ელოდებიან, სად მივა ეს დაქოქილი ნაღმი.

გარდა ამისა ვანო მერაბიშვილს აქვს სერიოზული ბერკეტები აიყვანოს მძევლად ოპოზიცია, რადგან პირველ წყაროდან ფლობს ნებისმიერ ინფორმაციას იმ დანაშაულებების შესახებ, რომელიც ჩადენილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს. ანუ მერაბიშვილი არის ოქროს მოწმე და ამ ცოდნის მეშვეობით მას შეუძლია მძევლად ჰყავდეს აყვანილი ოპოზიცია - ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო. ისინი ვერ შეძლებენ საკუთარი თავი გაითავისუფლონ იმ ცოდნისგან, რომელიც მერაბიშვილს აქვს. მოკლედ, მერაბიშვილი არის „პოლიტიკური კორონა ვირუსი“ და ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანება, სადაც იგი მივა, ავტომატურად საკუთარ კისერზე აიკიდებს უზარმაზარ ლოდს,“ - აცხადებს ანა დოლიძე და დასძენს, „ჯერჯერობით არ მომისმენია ახალი ოპოზიციონერი სპექტრის შეფასებები ვანო მერაბიშვილის განცხადებებზე. იმედია, რომ შეფასებები გაკეთდება“.

ინფორმაციას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა