„ტოიოტა ცენტრ თბილისის“  სერვისცენტრი მომხმარებელს გადაუდებელ ტექნიკურ მომსახურებას პანდემიის საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით გაუწევს

"ტოიოტას“ პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, სპეციალურ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. საგანგებო რეჟიმის სრული დაცვით მუშაობს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ავტორიზებული სერვისცენტრი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ აცნობეს, მომხმარებელს, რომლის ავტომობილსაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ესაჭიროება ავტონაწილის შეცვლა ან სხვა სერვისის მიღება, შესაძლებლობა აქვს წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერვისცენტრს, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით მიიღოს კონსულტაცია და ასევე, წინასწარ ჩაეწეროს გადაუდებელი სერვისის მისაღებად.

წინასწარ ჩაწერილ მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ავტორიზებული სერვისცენტრის სერტიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები ინდივიდუალურად, დათქმულ დროს, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით მოემსახურებიან.

„გადაუდებელი ტექნიკური მომსახურების მისაღებად დაუკავშირდით „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერვისცენტრს ნომრებზე: 032 2 522 022; 032 2511, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე. „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მისამართია: აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. www.toyota-tbilisi.com,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო