ნაძალადევის რაიონში, ძმობის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურთან ერთად, 7 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
ამ დროისთვის დაშავებულებზე ინფორმაცია არ აქვთ.