დღეიდან ახალი ზელანდია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილს ხსნის

დღეიდან ახალი ზელანდია კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილს ხსნის. ჰიგიენური ნორმებისა და დისტანციის დაცვით ქვეყანაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცენტრები და სკოლები მუშაობას აახლებს. ამასთან, დღეიდან რესტორნებსა და კაფეებს შეეძლებათ მოსახლეობას სახლში მიტანის სერვისი შესთავაზონ.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მოსახლეობამ სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის წესები აუცილებლად უნდა დაიცვას. „დარჩით სახლში, რათა კორონავირუსის გავრცელების მე-2 ტალღა თავიდან ავიცილოთ“,-განაცხადა მან.

ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსის 1 472 შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს 19 ადამიანი ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო