თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 32-დან 30 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა, ორის პასუხს კი ელოდებიან

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, მარეხ ბექაიას განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული 32 კვლევიდან 30 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ორი პაციენტის კვლევა გრძელდება და მათი პასუხები მოგვიანებით დადგინდება.

ამასთან, მარეხ ბექაიას განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„კლინიკაში ამჟამად 41 პაციენტი იმყოფება. გუშინ 32 კვლევა გაიგზავნა და 30 უარყოფითი პასუხი მივიღეთ. 2 პაციენტის კვლევა ჯერჯერობით გრძელდება. გაწერილია 20 პაციენტი და 20 ახალი პაციენტი მივიღეთ, მათ კვლევებს ჩავუტარებთ. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ ეტაპზე კლინიკაში მძიმე პაციენტი არ გვყავს. ამ დროისთვის, კლინიკაში 16 წლიდან ხანდაზმულ ასაკამდე პაციენტები გვყავს. 10 პაციენტია გასაწერი, მათი პასუხი უკვე მოსულია და როცა 2 პაცენტის პასუხი მოვა, ისინიც გაეწერებიან“,-განაცხადა ბექაიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს