სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება - აუცილებელია გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების გატარება, კერძოდ, მასობრივი ტესტირება, კონტაქტების შესწავლა

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ, COVID-19 ინფექციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შემდეგ, გაერთინება განცხადებას ავრცელებს. გაერთიანება მიმართავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, მკურნალობის მეთოდების განხილვა მოხდეს შესაბამის სამედიცინო პლატფორმებზე, ვინაიდან ჯერჯერობით არ არსებობს COVID-19-ის საყოველთაოდ აღიარებული მკურნალობის მეთოდები.

“პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველომ ეფექტიანად და დროულად განახორციელა კომპლექსური ღონისძიებები ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შეკავებისა და გავრცელების დაყოვნების მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ მიღწეული შედეგები სათანადოდ შეფასდა საზოგადოების მხრიდანაც. მიუხედავად აღნიშნული მიღწევებისა, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ქვეყანას სხვა გამოწვევებიც უდგას, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოსა და სამედიცინო პროფესიული საზოგადოებების მეტი კონსოლიდაცია, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების პერმანენტული გატარება. კერძოდ, მასობრივი ტესტირება, კონტაქტების შესწავლა/იზოლაცია.

ამავე დროს უნდა განხორციელდეს უშუალოდ დაავადების ეფექტიანი მართვა და მკურნალობა ყველა დონეზე. დღეს სამედიცინო დაწესებულებები კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ, ვიდრე ეს იყო ორი-სამი თვის წინ. აქედან გამომდინარე საჭიროა უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი განვითარების გეგმების დასახვა და აღსრულება. გაერთიანება გამოდის ინიციატივით სახელმწიფოს მიერ მოხდეს კონკრეტული ღონისძიებების გატარება რაც უშუალოდ აისახება COVID-19-ის წინააღმდეგ მობილიზებული სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერისთვის, კერძოდ:

1. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ყველა სამედიცინო დაწესებულების სრულად აღჭურვა პერსონალური დაცვის საშუალებებით, ყველა პაციენტი უნდა განიხილებოდეს, როგორც პოტენციური COVID-19-ით ინფიცირებული.

2. გაერთიანება მიმართავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის საზღვრებს გარეთ, მკურნალობის მეთოდების განხილვა მოხდეს შესაბამის სამედიცინო, პროფესიულ პლატფორმებზე, ვინაიდან ჯერჯერობით არ არსებობს COVID-19-ის საყოველთაოდ აღიარებული (მტკიცებულებაზე დაფუძნებული) მკურნალობის მეთოდები, საჯარო კლინიკური დისკუსიები მოსახლეობაში არასწორი დასკვნების გაკეთებას უწყობს ხელს. ზოგ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდების განხილვები გადაიქცა კონკრეტული ექიმების წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ კამპანიად. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობაში ჩართულ სპეციალისტებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმას, სადაც დარგის ექსპერტებსა და პროფესიულ თემს შეეძლება მსჯელობა დაავადების დიგანოსტიკის, კლინიკური მართვის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

3. არ უნდა შეფერხდეს მრავალი ადამიანის სამედიცინო დახმარება. რისთვისაც, პროფესიულ ასოციაციებთან კონსულტაციით, დაუყოვნებლად უნდა მოხდეს COVID-19 პანდემიის დროს პაციენტების მართვის ინსტრუქციების დამტკიცება ე.წ. Guidance და არა Guideline, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები პანდემიის პირობებში გეგმური პროცედურების მაქსიმალურად გადავადების და ამავე დროს გამოიყოფა ნოზოლოგიები, რომელთა მკურნალობის გადავადება არ იქნება მიზანშეწონილი.

4. ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ყველა რგოლის სამედიცინო პერსონალისთვის, მათ შორის კლინიკების ეპიდემიოლოგებისთვის უნდა მოხდეს მიზნობრივი დანამატების განსაზღვრა, რომელიც მათი სახელფასო განაკვეთების გაზრდას მოემსახურება. ასევე უნდა განიხილებოდეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებული ექიმებზე კომპენსაციის გაცემის საკითხები. ამასთან, აღნიშნული აქტივობები მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს.

5. ასევე უნდა განისაზღვროს კომპენსაციები იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც COVID-19-ის სამართავად მობილიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში ვეღარ ახერხებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, რადგან აღნიშნულ კლინიკებში სხვა სერვისების მიწოდება შეჩერებულია. გაერთიანება მოუწოდებს სახელმწიფოს, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა მოხდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამედიცინო ასოციაციების ჩართულობითა და მონაწილეობით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო