რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ, ირანს გადაასწრო

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 6 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 93 558 შეადგინა. ამ მონაცემით, რუსეთმა ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ, ირანის მონაცემებსაც გადააჭარბა. ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 73 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში 867 შეადგინა.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ გამოჯანმრთელებულია 8 456 პაციენტი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა