"სინერჯი კაპიტალი"  ახალ კომპანიებს ეძებს,  რომლებმაც ამ დრომდე შეინარჩუნეს თანამშრომლები და ახლა მხარდაჭერა სჭირდებათ

„სინერჯი კაპიტალი“ განვითარებისა და ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს ეძებს, რომლებმაც ამ დრომდე შეინარჩუნეს თანამშრომლები და ახლა მხარდაჭერა სჭირდებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, „სინერჯი კაპიტალი“ უკვე 20 წელია, ზრუნავს კომპანიების სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაზე.

„ჩვენ ვეძებთ კომპანიებს, რომელთა დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ კომპანიას აქვს ზრდის პოტენციალი, ამ დრომდე შეინარჩუნეს თანამშრომლები და ახლა სჭირდებათ მხარდაჭერა, უკვე ახალ რეალობაში ეფექტიანები გახდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ არსებული მდგომარეობა მომხმარებლის ქცევას და საჭიროებებს ცვლის, ეს კომპანიის ბიზნეს მოდელშიც ცვლილებებს ითხოვს. "სინერჯი" უკვე 20 წელია, ზრუნავს კომპანიების სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაზე. ჩვენი კლიენტები სხვადასხვა ნიშნით აღებული, წლების განმავლობაში საქართველოს ტოპ კომპანიების ნახევარზე მეტი იყო. ვფიქრობთ, დაგროვილი კომპეტენცია უნიკალურია. ამასთან, დღეს პორტფელში 20-მდე კომპანია გვყავს, ადგილობრივი წარმოების, საცალო ქსელების, მომსახურების სფეროს წარმომადგენლები, რომლებთანაც სინერგიული ეფექტების ბევრი შესაძლებლობები გვაქვს.

იმ კომპანიებს, ვისაც დღეს ეს განსაკუთრებით სჭირდებათ, ვთავაზობთ ჩვენი სახით შეიძინონ პარტნიორი ბიზნესში“, - აცხადებენ "სინერჯი კაპიტალში".

"სინერჯი კაპიტალი" შექმნა "სინერჯი ჯგუფმა", რათა კომპანიებს დაეხმაროს არა მხოლოდ ორგანიზაციულ განვითარებაში, არამედ კაპიტალის გაზრდაში, 20%-დან 50%-მდე წილის შეძენით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო