ეკატერინე ტიკარაძე - სამღვდელოებაში ვატარებთ მიზნობრივ ტესტირებას იმის მიხედვით თუ რა საჭიროება დგას, ჟურნალისტებთან მიმართებაშიც გარკვეული კლასტერის გამოვლენის შემთხვევაში,  გამოკვლევა ჩატარდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თავდაცვის ძალებისა და სხვა რისკ ჯგუფების ტესტირების საკითხზე შეფერხებები არ იქნება. მისივე განცხადებით, აღნიშნული რისკ ჯგუფების ნაწილის ტესტირება უკვე დაწყებულია.

„თავდაცვის ძალების ტესტირება უკვე დაწყებულია, სამღვდელოებაში ჩვენ ვატარებთ იმ მიზნობრივ ტესტირებას იმის მიხედვით თუ რა საჭიროება დგას. ჟურნალისტებთან მიმართებაშიც გარკვეული კლასტერის გამოვლენის შემთხვევაში, იქნება დეტალურად გამოკვლეული ის ჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ კვლევას და ამ კუთხითაც შეფერხებები არ იქნება. ჩვენი მზაობა ამ კუთხითაც არის,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო