თენგიზ ცერცვაძე - ყველა კლინიკას დაუგროვდა გამოცდილება და მკურნალობის ინოვაციური მეთოდები, მაგალითად,  პლაზმაფერეზი

სამიზნე ჯგუფად ასაკობრივი ადამიანების ტესტირება ისეთ ადგილებში, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ, ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში კოვიდინფექციის კონტროლისა და გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკებს დაუგროვდათ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და ინოვაციური მეთოდები იმისათვის, რომ გაიდლაინებში ცვლილებები შევიდეს.

„ყველა კლინიკას დაუგროვდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება კონკრეტულ ავადმყოფებზე, ან ავადმყოფთა ჯგუფებზე და მკურნალობის ინოვაციური მეთოდები, მაგალითად: პლაზმაფერეზი, გამოჯანმრთელებული პაციენტის სისხლის გადასხმა, სისხლის შემდედებელი სისტემის დამრღვევების მკურნალობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა კოვიდინფიცრებულებში, ასევე რიგი თანმხლები დაავადებების დროული მკურნალობა, ამ მხრივ დაგროვდა საკმარისი ცვლილებები იმისთვის, რომ გაიდლაინებში საკმარისი ცვლილებები შევიტანოთ და მომავალში უკვე იქნება შეტანილი. ერთ-ერთი გააჟღერა ქალბატონმა მინისტრმა, რომ ტესტირების გაფართოების პროგრამის ფარგლებში, ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად გამოყოფილი იყოს ასაკობრივი ადამიანების ტესტირება და პირველ რიგში იმ ადგილებში, სადაც ასაკობრივი ადამიანები ცხოვრობენ კომპაქტურად. ეს ღონისძიება გატარდება დაუყონებლივ და ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში კოვიდინფექციის კონტროლის და გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩნების გზაზე,“ - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მზად არიან ამ ჯგუფების ტესტირება ხვალიდან განხორციელდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო