ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო  Covid-19 -თან ბრძოლისთვის, მათ შორის კარანტინის სერვისზე, ასევე სამედიცინო მიზნებისა და დამცავი საშუალებებისთვის 350 მილიონ ლარს დახარჯავს

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფო Covid-19 -თან ბრძოლისთვის, მათ შორის კარანტინის სერვისზე, ასევე სამედიცინო მიზნებისა და დამცავი საშუალებებისთვის 350 მილიონ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკისა და ბიზნესის მხარდაჭერისთვის 2020 წლისთვის ჯამურად გამოიყოფა 500 მილიონი ლარი.

„აქ ლომის წილი მოდის საკრედიტო - საგარანტიო სქემაზე 300 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი 200 მილიონი ლარი იმ პროგრამების მიხედვით, რომელზეც ვისაუბრეთ. მიგვაჩნია, რომ 1-1.2 მილიარდის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ დავუბრუნოთ ბიზნესს. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, მოქალაქეებზე პირდაპირი გაწეული დახმარებები, მათ შორის სოციალური მხარდაჭერა შეადგენს მილიარდ ლარზე მეტს, დაახლოებით 1.35 მილიარდს. ეკონომიკაზე და ბიზნესზე მხარდაჭერილი ღონისძიებების ერთობლობა გვაძლევს ჩვენ 2.1 მილიარდ ლარს.

ხოლო საკუთრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები განისაზღვრება 350 მილიონი ლარით. ეს არის უშუალოდ Covid-19-თან ბრძოლის ხარჯები. როგორც სამედიცინო, ისე საკარანტინო და ისე დამცავი საშუალებების ხარჯები ერთობლიობაში", - განაცხადა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა