თენგიზ ცერცვაძე - სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ თუ საქართველო ტესტირების საერთო რაოდენობით ჩამორჩება რიგ ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფების ტესტირების მხრივ ძალიან ბევრს უსწრებს

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ თუ საქართველო ტესტირების საერთო რაოდენობის მხრივ ჩამორჩება რიგ ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფების ტესტირების მხრივ ის უსწრებს ძალიან ბევრ ქვყანას, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად არის ბევრი შენიშვნა და კრიტიკა იმაზე, რომ რატომ არ მიმართა საქართველომ ფართომასშტაბიან ტესტირებას, ე.წ. აგრესიულ ან გაფართოებულ ტესტირებას უფრო ადრე, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ.

„მინდა, ცალსახად ვთქვა, ჯერ ერთი, ყველას საქართველოზე მეტი ტესტირება არ აქვს ჩატარებული მაგალითად, მსოფლიოში ისეთ წამყვან ქვეყანას და ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძლიერ, მდიდარ ქვეყანას, როგორიც არის იაპონია. საქართველოზე ნაკლები აქვს ტესტირებების რაოდენობა მოსახლეობის ერთეულზე გადაანგარიშებით. მეორე, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ე.წ. აგესიული მასობრივი ტესტირება განახორციელეს და ასახელებენ ყველაზე წარატებულ ქვეყნებად ისრაელს, გერმანიას და ზოგიერთ სხვას, გადახედეთ, შედით ინტერნეტში და ნახეთ, ამ ქვეყნებმა შეძლეს გამოეკვლიათ მოსახლეობის, სულ 3%, მეტი ვერა. ახლა დაფიქრდით, მოსახლეობის 3% გამოკვლეულია გერმანიაში, (3%-იც არ არის 2,5% არის გამოკვლეული) და დანარჩენი 97% გამოუკვლეველია, მოახდენს ეს რაიმე სერიოზულ გავლენას ეპიდემიის კონტროლზე?! არა, რა თქმა უნდა. აქ მთავრია არა მასიური გამოკვლევა მოსახლეობის, რომელსაც ჩვენ მოკლე დროში მაინც ვერ მოვიცავთ - მოსახლეობის არათუ უმეტესობას, ნახევარსაც კი, მესამედსაც კი, არამედ, მთავარია, რომ ხდებოდეს გაფართოებული ტესტირება სამიზნე ჯგუფებში. აი, ეს არის მთავარი. ამ მხრივ, მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ თუ საქართველო ტესტირების საერთო რაოდენობის მხრივ ჩამორჩება რიგ ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფების ტესტირების მხრივ ის უსწრებს ძალიან ბევრ ქვეყანას. შესაძლოა, ყველას არა, მაგრამ ალბათ, ძალიან ბევრ ქვეყანას უსწრებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, თვითონ ეს სქემა - 112-ში დარეკვა, ოჯახის ექიმთან გადამისამართება, შემდეგ ე.წ. ცხელების ცენტრში გადამისამართება და კოვიდის ცენტრში, მსოფლიოსთვის არის უნიკალური.

„აი ეს სქემა, რომელსაც „ცხელების ცენტრი“ ჰქვია, საქართველოს ინოვაცია იყო და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება გამოდგა ეპიდემიის კონტროლისათვის, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა სწორედ ინფიცირებულთა დაბალი რიცხვი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა