ნათია მეზვრიშვილი - „კომენდანტის საათი“, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა და სხვა ყველაფერი, რაც არ მოგვიხსნია, ამ ეტაპზე ძალაში რჩება

„კომენდანტის საათი“, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა და სხვა ყველაფერი, რაც არ მოგვიხსნია, ამ ეტაპზე ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადამ 22 მაისის ჩათვლით გადაიწია, პრეზიდენტის გადაწყვეტილება მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე, პარლამენტმა დაამტკიცა, რაც ნიშნავს იმას, რომ 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს ყველა ის შეზღუდვა, რაც მთავრობას არ მოუხსნია.

„იმ აკრძალვების გარდა, რომლებიც 27 მაისს მოვხსენით, დანარჩენი ყველაფერი ძალაშია, მათ შორის, „კომენდანტის საათი“. „კომენდანტის საათის“ მოქმედებას, ისევე, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვას აქვს უმთავრესი მიზანი - მობილობის შემცირება. „კომენდანტის საათის“ მოქმედების ეფექტი ცალკე, განყენებულად არ არსებობს, აქ ბევრი რამ ერთმანეთთან კავშირშია. მაგალითად, როდესაც მოქალაქეებმა იციან, რომ 21:00 საათიდან „კომენდანტის საათი“ უნდა ამოქმედდეს, მობილობის შემცირება იწყება ადრე პერიოდიდან - 18:00-19:00 საათიდან. გარდა ამისა, ამან გარკვეული გავლენა მოახდინა თავშეყრებზეც, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქუჩებში შებინდებისას, ე.წ ბირჟების სახით. ეს, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ამიტომ, ეს რაციონალი, რაც „კომენდანტის საათის“, ისევე, როგორც დღეს მოქმედი სხვა შეზღუდვების უკან დგას, დღესაც აქტუალურია და ვიდრე საფრთხეები არ აღმოიფხვრება, ეს შეზღუდვები იმოქმედებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიცვლება და კომენდანტის საათის მოქმედების საჭიროება აღარ იქნება, შესაძლოა, ეს შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდეც მოიხსნას.

„თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიცვლება და კომენდანტის საათის საჭიროება აღარ იქნება, შეგვიძლია, კომენდანტის საათი, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვები ადრე მოვხსნათ. თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რადგან სოციალური დისტანციის დაცვა და კონტროლი საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაცილებით რთულია, გაცილებით მეტი რისკის შემცველია და ამიტომ, ეს ნაკლებად უნდა ვივარაუდოთ 22 მაისამდე“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო