საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაზე ვიდეოკონფერენცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის წევრებმა პოლიტიკური პარტიების, დამოუკიდებელი დეპუტატების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ეუთო/ოდირ-ის რეკომენდაციები განიხილეს.

„ცვლილებები, რომელიც ეუთოს-რეკომენდაციებს ეყრდნობა, საარჩევნო კამპანიასთან, პარტიების დაფინანსებასთან, საარჩევნო პერიოდში მედიასთან, გენდერთან და არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ განიხილავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა