რამაზ საყვარელიძე - უკრაინის უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ საკითხის უკან გაწვევაზე მგონი, გავლენა უფრო იმან იქონია, რომ თავად უკრაინული პოლიტიკური ელიტა არ შეხვდა ამ ნაბიჯს აღფრთოვანებით

უკრაინის უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ საკითხის უკან გაწვევაზე მე მგონი, გავლენა უფრო იქონია იმან, რომ თავად უკრაინული პოლიტიკური ელიტა არ შეხვდა ამ ნაბიჯს აღფრთოვანებით, -ასე აფასებს პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე „ინტერპრესნიუსთან“ უკრაინული მედიის ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინის უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს.

პოლიტოლოგის განმარტებით, თუ რატომ წარადგინეს სააკაშვილი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, ეს კითხვა უკრაინის ბევრ მედიასაშუალებას გაუჩნდა, ოღონდ არა ყველა მედიასაშუალებაში, რადგან მისივე თქმით, არსებობენ სააკაშვილის მომხრეებიც.

„ამ კითხვაზე პასუხში ბევრი პოზიცია გამოიკვეთა, რომელთაგან უმრავლესობა ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი. ამ კრიტიკულ პოზიციის დაკავებისას ბევრნაირი პოზიცია იყო, როგორც თავად უკრაინული არგუმენტები. ოდესის ოლქში მისი მოღვაწეობა იყო გახსენებული და ასევე, ძალიან დეტალურად იყო განხილული საქართველოში მისი მოღვაწეობა. ასევე, ანალიტიკოსების,რაღაც ნაწილი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება არ ღირს სააკაშვილის ამ თანამდებობაზე გაყვანით. ეს თემა არგუმენტების გარკვეულ ნაწილში ფიგურირებდა“, - განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, იქონია, თუ არა რაიმე სახის გავლენა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა ვიცე-პრემიერის პოსტზე სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის თაობაზე, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ საგარეო პოლიტიკური არგუმენტი შეიძლება უფრო მეტი წონის ყოფილიყო რადაში განხილვის დროს.

„იმიტომ, რომ იქ პოლიტიკური არგუმენტები უფრო იქნებოდა. ის, მასალა, რომელიც ფიგურირებდა, მაინც ანალიტიკოსების მასალაა და პოლიტიკასთან ერთად, თავს უფლებას აძლევდნენ შესულიყვნენ კონკრეტულ ისტორიებში, ქართულში უკრაინულში და ა. შ. ამიტომ, არსებულ დონეზე რა წონა ჰქონდა ამ განცხადებებს ძნელი სათქმელია. ის, რომ მათ წონა ჰქონდა და ის, რომ ასეთი განცხადებები უნდა გაკეთებულიყო, თუნდაც ქვეყნის თავმოყვარეობის გამო, ეს უდავოა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ამასთან, საყვარელიძის თქმით, მისთვის უცნობია, სააკაშვილის უკრაინული ისტორია, თუმცა „მისი ქართული პოლიტიკური წარსულიდან თუ ამოვალთ, საერთოდ არ შეიძლებოდა რაიმე სერიოზულ თანამდებობაზე მისი ხელახლა დანიშვნა, თუნდაც იმის, გამო, რომ მას თანამდებობის გარშემო პიარის აგების ტენდენცია აქვს.თავად საქმის გაკეთებას კი ნაკლები ყურადღება. პიარის აგებას კი მერე პოლიტიკურ ბრძოლისთვის იყენებს“.

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევა მოხდა. ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე ჯერ არ დადასტურებულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო