გია ვოლსკი - არ შეიძლება, სააკაშვილის ფაქტორმა, უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს ხელი შეუშალოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი უკრაინულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უკრაინის მთავრობამ უმაღლეს რადას მიმართა და სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია. როგორც ვოლსკი მიიჩნევს, სააკაშვილის ფაქტორი უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს ხელს ვერ შეუშლის.

მისი შეფასებით, სააკაშვილი დამნაშავეა და ეს დამტკიცებულია არა მარტო სასამართლოს მიერ, არამედ მთელმა საქართველომ იცის.

„თუკი საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა, არა მარტო ვიცე-პრემიერად, არამედ საერთოდ სამთავრობო სისტემაში სააკაშვილის საქმიანობის საკითხი, ეს პრაგმატული გადაწყვეტილება იქნება. არ შეიძლება, სააკაშვილის ფაქტორმა უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს, გინდ პოლიტიკურს, გინდ ეკონომიკურს ხელი შეუშალოს, რომელიც ფაქტობრივად დამნაშავეა. გასამართლებულია სამივე ინსტანციის მიერ და დანაშაულებები საკმაოდ სერიოზულია, რაც დამტკიცებულია არა მარტო სასამართლოს მიერ, არამედ მთელმა საქართველომ იცის, ნებისმიერი პოლიტიკური რანგის და გემოვნების ადამიანმა, რომ დანაშაულებები ნამდვილად იქნა ჩადენილი. ერთია, ვინ როგორ აფასებს, მაგრამ უკრაინას და საქართველოს გაცილებით მეტი აქვს სამომავლოდ, ერთობლივად გასაკეთებელი პოლიტიკურ სფეროში, ეკონომიკურ სფეროში, ასე რომ სააკაშვილის ფაქტორმა ამას ხელი არ უნდა შეუშალოს“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ, რომლის კომენტარს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევა მოხდა. ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე ჯერ არ დადასტურებულა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა