დავით ზალკალიანსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შორის Covid-19-თან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა

ბრიტანული მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი შედგა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვენდი მორტონთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოში Covid-19-თან ბრძოლის წინააღმდეგ არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით, ურთიერთდახმარების მზადყოფნა გამოთქვეს. მხარეებმა აღნიშნეს ვირუსთან ბრძოლაში ეფექტური პასუხის მნიშვნელობა, როგორც შიდა სახელმწიფოებრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

დავით ზალკალიანმა ბრიტანულ მხარეს მიუსამძიმრა Covid-19-ის პანდემიით თანამემამულეების გარდაცვალება, ასევე მიესალმა გაერთიანებული სამეფოს ძალისხმევას და წამყვან როლს მსოფლიოში ვაქცინის შემუშავების პროცესში. ამასთან, დავით ზალკალიანი მიესალმა პოსტ-კრიზისულ პერიოდში ახალი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებაში დახმარების მიზნით, ბრიტანეთის მხარის მიერ ინვესტორთა საბჭოს მხარდაჭერას.

უწყების ინფორმაციით, ვენდი მორტონმა ხაზი გაუსვა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომების მყისიერებას და ეფექტურობას; ასევე, ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ბრიტანეთის მოქალაქეების სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნების პროცესში მხარდაჭერისთვის.

„საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი განუხრელი მხარდაჭერა. ხაზი გაესვა, საერთაშორისო ფორუმებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკის აქტიურად განხილვის აუცილებლობას და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული პასუხის მნიშვნელობას რუსეთის უკანონო ქმედებებზე.

ვენდი მორტონმა დავით ზალკალიანს დაუდასტურა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტებს. ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ყოველწლიური ორმხრივი პოლიტიკური ფორმატის - „უორდროპის დიალოგის“, ასევე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 2019 წელს ხელმოწერილი შეთანხმების მნიშვნელობას.

საუბრის დასასრულს, მხარეები მიესალმნენ 2020 წლის სექტემბერში დაგეგმილ უორდროპის დიალოგის მორიგ რაუნდს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა