კახა კალაძის განცხადებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტები დარიგების ახალი ტალღა ორშაბათიდან დაიწყება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტები დარიგების ახალი ტალღა ორშაბათიდან დაიწყება და პროცესი სწავლის პროცესის დასრულებამდე გაგრძელდება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში "საღამოს ნიუსრუმი" განაცხადა, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, სახლში ის პროდუქტები წაიღონ, რასაც ბავშვები საბავშვო ბაღში რაციონის სახით მიირთმევდნენ.

„საკვები პროდუქტების მიწოდების ახალი ტალღა ორშაბათიდან იწყება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მანამდე გაგრძელდება, სანამ სწავლის პერიოდი არ დამთავრდება. მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, არამალფუჭებადი პროდუქტების სახით წარმოდგენილი პაკეტი და ის პროდუქტები წაიღონ, რასაც პატარები საბავშვო ბაღში რაციონის სახით მიირთმევდნენ. მათ შეეძლებათ, წაიღონ ეს პაკეტი და თავიანთ შვილებს საკვები სახლში დაუმზადონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მშობლების მხრიდან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი მადლობა მივიღეთ, რადგან მართლაც მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული“,- განაცხადა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს