გიგი წერეთელი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ალაბანეთის პრემიერ-მინისტრს, ვიდეოფორმატით ესაუბრა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის,ალბანეთის პრემიერ-მინისტრს, ედი რამას ესაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

პრემიერ-მინისტრ რამას განცხადებით, პანდემიით გამოწვეულ რთულ ვითარებაში საჭიროა უპრეცენდენტო თანამშრომლობა ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის.

„პარლამენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი „კოვიდ19“-ის კრიზისის დროს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათი მთავარი ფუნქციების, კანონშემოქმედებისა და ზედამხედველობის აღსრულებისთვის“,- აცხადებს რამა.

მისი თქმით, ეს აუცილებელია სოციალური ნდობისთვის და მოქალაქეების სამართლიანი წუხილების გასათვალისწინებლად, რის გარეშეც შეუძლებელი იქნება საჭირო დონის თანამშრომლობა ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. მან ასევე ისაუბრა ეუთო-ს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ორგანიზაციის ადაპტაციასა და აქტივობებზე, ასევე ალბანეთში არსებულ მდგომარეობაზე და გატარებულ ღონისძიებებზე.

გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო-ს ინსტიტუტების ერთიანობა და კოორდინაცია, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საჭირო დახმარების მობილიზება, საგანგებო ვითარებაში პროპორციული ზომების, დემოკრატიისა და და ადამიანის უფლებების დაცვა. ამავდროულად, კრიზისის შემდგომ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის ეფექტური თანამშრომლობა.

მან ხასგასმით აღნიშნა კონფლიქტის ზონებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დევნილთა და მიგრანტთა კომპაქტურ დასახლებებში რთული ვითარება და გაზრდილი საფრთხეები, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინაში, სადაც დაუშვებელია ეს სიტუაცია გამოყენებული იქნას დისკრიმინაციის გასაძლიერებლად, უკანონო ანექსიის გაღრმავებისთვის ან საერთაშორისო მონიტორინგის შესასუსტებლად.

პრემიერ-მინისტრი რამა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს ვიდეო- სხდომაში მონაწილეობდა, რომელსაც სამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი უძღვებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა