რადას დეპუტატი –  მიხო უკვე უფრო მეტად, ზელენსკის მრჩევლის პოზიციაზე ლაპარაკობს, ცხადია, რომ „ხალხის მსახურებმა“ ის უკვე გააცურეს

უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, როგორც ჩანს, რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერი ვერ გახდება.

გამოცემა უკრაინის პარლამენტში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ერათ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს: „უკვე დავიბენით. ის ხან კანდიდატია, ხან არ არის კანდიდატი“.

„უკრაინსკაია პრავდას“ სხვა დეპუტატებმა განუცხადეს, რომ პრეზიდენტის ოფისს არ უცდია მოეგროვებინა ხმები სააკაშვილის დასანიშნად.

მათი თქმით, სააკაშვილი ხვდება ფრაქცია „გოლოსს“. ამ ფრაქციაში გამოცემას უთხრეს, რომ სააკაშვილი იქცევა საკმაოდ მშვიდად და უკვე აღარ ატარებს აგიტაციას როგორც ვიცე-პრემიერობის კანდიდატი.

„მიხო ლაპარაკობს უკვე, უფრო მეტად, ზელენსკის მრჩევლის პოზიციაზე. ცხადია, რომ „ხალხის მსახურებმა“ ის უკვე გააცურეს“ , - განაცხადა ერთ-ერთმა დეპუტატმა.

„უკრაინსკაია პრავდას“ მიხედვით, მთავრობას უმაღლეს რადაში საბუთები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ გადაუგზავნია, ეს გააკეთა პრემიერმა - „მაგრამ დღეს, თითქოსდა, უკან გამოიწვია წარდგინება“ , - წერს მედიასაშუალება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო