იტალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 382 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 382 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი ქვეყანაში 27 359-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გასულ 24 საათში კორონავირუსით იტალიაში კიდევ 2 091 ადამიანი დაავადდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 201 505-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იტალიაში კოროანვირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.

იტალია, მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვით მესამე ადგილზეა, სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი - მეორეზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა