ირაკლი კობახიძე - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მკაცრი პოზიცია იყო, რომ 1200 ლარი შესაბამისი რაოდენობებით თვეებზე გადანაწილებულიყო

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1200 ლარიან დახმარების თვეებზე გადანაწილება შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ძალიან მკაცრი პოზიცია იყო.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საუბრისას აღნიშნა, ოპოზიცია დემაგოგიას ეწევა, როდესაც არასწორად ითვლის შესაბამისი თანხის გადანაწილების ვადებს.

„ექვს თვეს თუ სწორად გადათვლით მიხვალთ სექტემბრის ბოლომდე და არა ოქტომბრის ბოლომდე და არჩევნებამდე. რაც შეეხება იმას თუ რატომ გაიწერა ექვს თვეზე ეს 1200 ლარი და არა მაგალითად სამ თვეზე ამასთან დაკავშირებითაც ძალიან მარტივია პასუხი. ამაზე ვარიანტები განიხილებოდა. მათ შორის ერთჯერადად გაცემის, ორჯერადად, სამჯერადად ან ოთხჯერადად გაცემის და ძალიან მკაცრი პოზიცია დააფიქსირეს შესაბამისმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, რომლებიც გვაძლევენ ჩვენ შესაბამის დახმარებას. მათი პოზიცია იყო ზუსტად ის, რომ თვეებზე უნდა გადანაწილებულიყო შესაბამისი რაოდენობებით 1200 ლარი. ექვსამდე, როდესაც არასწორად ითვლი ეს არის დემაგოგია და ეს არის სწორად მიუღებელი განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის დროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს