მედია - სააკაშვილს, შესაძლოა,  უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს წევრობა შესთავაზონ

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს, შესაძლოა, რეფორმების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შესვლა შესთავაზონ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში დანიშვნის სირთულეების გათვალისწინებით, სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის ვარიანტი განიხილება“, - წერს უკაინული მედია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი უკრაინის „ვერხოვნა რადას" სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას. გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უმაღლესი რადადან უკან გაიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა