ვაჟა-ფშაველას გამზირს დეზინფექცია ჩაუტარდა

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

„გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით. დღეს ვაჟა-ფშაველას გამზირი შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით მთლიანად იქნება დამუშავებული. ეს არის პრევენციული ღონისძიება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო „თბილსერვისის“ თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობენ. თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა რუსთაველის, ჭავჭავაძის, პეკინის, ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსის, მოსკოვისა და დუმბაძის გამზირებს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოირეცხა „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილი, კოსტავას, მელიქიშვილის, ქავთარაძის, კანდელაკის, დადიანის, გლდანის რაიონსა და დიდ დიღომში მდებარე ქუჩები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, მოირეცხა მშვიდობის ხიდიც.

ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო:ვაჟა-ფშაველას გამზირს დეზინფექცია ჩაუტარდა

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა