მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინიფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა. კერძოდ, ამ დროისთვის, worldometers-ის მონაცემებით, გლობალურად 3 138 919 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 956 064 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსს 218 010 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია გამოვლენილი, სადაც აღრიცხული პაციენტების რაოდენობამ საერთო ჯამში ერთ მილიონს გადააჭარბა. მას მოსდევს ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო