თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 38 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხ ბექაიას განმარტებით, 38 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად კლინიკაში 44 პაციენტია მოთავსებული და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი ხარისხის სიმძიმისაა.

„38 უარყოფითი პასუხია მოსული. ამჟამად კლინიკაში სულ 44 პაციენტი იმყოფება, დაწყებულია პაციენტების გადაყვანა. გუშინ კვლევაში მყოფი პაციენტების პასუხიც მოვიდა და ისიც უარყოფითია, ეს პაციენტები გადაყვანილი არიან კლინიკიდან. პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი ხარისხის სიმძიმისაა. პაციენტები, ვისაც პათოლოგიები ჰქონდათ, სომატურ კლინიკებში გადაიყვანეს, ხოლო ვისაც პათოლოგია არ დაუფიქსირდა, საკარანტინო ზონაში.

გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში 38 პაციენტი გაეწერა და ისევ 38 პაციენტი მივიღეთ. 14:00 საათისთვის უკვე დაიწყება ტესტის აღება. ტესტირება პერსონალსაც და პაციენტებსაც ჩაუტარდებათ“,-განაცხადა ბექაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს