დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სებ-იდან აცნობეს, კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას ონლაინ ფორმატში გააცნობს.

„29 აპრილს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე, სოციალურ ქსელ Facebook - ის საშუალებით, საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ 12:00 საათზე დაიწყება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა