სერგი კაპანაძე - სალომე ზურაბიშვილი ყოველი განცხადებით იპყრობს ახალ სიმაღლეს და ეს ბოლო განცხადება კი იმის კარგი მაგალითია, როგორ არ უნდა იქცეოდეს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არის მორიგი ჩვენება იმისა, თუ როგორი უპასუხისმგებლო პრეზიდენტი გვყავს, რომელიც პირდაპირ, თავისი განცხადებებით და შეფასებებით ერევა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის შიდა საქმეებში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

კაპანაძის თქმით, „ეს განცხადება არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა იქცეოდეს პრეზიდენტი“.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადება არის მორიგი ჩვენება იმისა, თუ როგორი უპასუხისმგებლო პრეზიდენტი გვყავს, რომელიც პირდაპირ, თავისი განცხადებებით და შეფასებებით ერევა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის შიდა საქმეებში. ის საქართველოს ინტერესზე კი არ ფიქრობს, ფიქრობს „ქართული ოცნების“ პარტიულ ინტერესებზე და მზად არის პოლიტიკურ დაპირისპირებას გადააყოლოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ამას აკეთებს ღიად და დაუფარავად. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, როგორ არ შეეფერება თანამდებობას ქალბატონი ზურაბიშვილი. ასეთი განცხადებები ბევრი გაუკეთებია, მაგრამ ყოველი მორიგი განცხადებით იპყრობს ახალ სიმაღლეს და ეს ბოლო განცხადება არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა იქცეოდეს პრეზიდენტი, როგორ არ უნდა ერეოდეს პარტნიორი ქვეყნის შიდა საქმეებში“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„ამ დღეებში ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე განიხილავს კანდიდატურას, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამან გამოიწვია ჩვენი - საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების საფუძვლიანი შეშფოთება და მკვეთრი რეაგირება. როგორც სახელმწიფოს მეთაური, კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მიუღებელია სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებსა და საკადრო პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა, ასევე მიუღებელია და ყოვლად გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანის ნებისმიერ საჯარო პოზიციაზე შერჩევა, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ფიგურირებს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ის მძიმე კოროფციულ დანაშაულებშია ბრალდებული”, -ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა