თეონა ჭალიძე - ჯანდაცვის სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტები დაჩაგრა

დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტები დაჩაგრა, ეს უნამუსობა და დანაშაულია,-ამის შესახებ „ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა.

ის მოითხოვს, რომ სოციალურ აგენტებს აპრილის თვის ხელფასი სრულად აუნაზღაურდეთ, ხოლო მომდევნო თვეების განმავლობაში მათი შრომა პრემიებით დაფასდეს.

„სოციალურ აგენტებს 80 ლარი ჩაერიცხათ ხელფასი, ხოლო ვისაც დაზღვევაც ჰქონდათ, მხოლოდ 50 ლარი მიიღეს. დიახ, არ გეჩვენებათ, იმ ადამიანებს, ვინც ახლა წელში უნდა გაწყდეს, რომ ასობით და ათასობით ოჯახის სოციალური მდგომარეობა აღწეროს. დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტები დაჩაგრა, ეს უნამუსობა და დანაშაულია. მაშინ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ლოგიკურია, რომ სოციალური აგენტები თავიანთ საქმიანობას ვერ განახორციელებდნენ. მათ ტრანსპორტირებაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს არ უზრუნია. ასევე, გიორგი წოწკოლაურს არ უზრუნია სოციალური აგენტების უსაფრთხოებასა და ვირუსისგან თავის დასაცავად მათ სათანადო აღჭურვაზე, მაშინ, როცა სოციალურ აგენტებს ბევრ ოჯახში შესვლა, ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია უწევთ.

მოვითხოვ, აპრილის თვის ხელფასი წინა სამი თვის ხელფასის საშუალოს მიხედვით აუნაზღაურდეთ და მომდევნო თვეებში მათი გაორმაგებული შრომა პრემიებით დაფასდეს. ასევე, სრულად იყვნენ უზრუნველყოფილი საჭირო ინვენტარით და მათი ტრანსპორტირების საკითხი გადაიჭრას სასწრაფოდ, რადგან ათასობით ოჯახი სოციალური აგენტების მოლოდინშია, სწორედ მათ ვიზიტზეა დამოკიდებული ამ ოჯახების არსებობა", - განაცხადა თეონა ჭალიძემ, რომლის განცხადებასაც „ახალი საქართველო" ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა