კომპანია „აიპლიუსმა“ სასწრაფო დახმარების ცენტრს სამედიცინო ნიღბები გადასცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, კომპანია „აიპლიუსმა“ სამედიცინო ნიღბები უსასყიდლოდ გადასცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ნიღბები სასწრაფო დახმარების მედპერსონალს დაურიგდება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. ვფიქრობ, სასწრაფო დახმარების მედიკოსების მხარდაჭერა კოვიდ-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, დავით ტორუამ.

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პერსონალი სრულად არის აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა