„ჯიბე ქეშ & ქერი“- კომპანიამ მარნეულსა და ბოლნისში ფერმერებისგან შესყიდული პროდუქციის რეალიზაცია სრულად მოახდინა

„ჯიბე ქეშ & ქერიმ“ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, ფერმერებისგან შესყიდული პროდუქციის რეალიზაცია სრულად მოახდინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ჯიბე ქეშ & ქერიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მომხმარებელს რეგიონიდან ჩამოტანილი პროდუქტის შეძენა უკვე მთელი თბილისის მასშტაბით შეუძლია. კიტრი, კომბოსტო, კარტოფილი, ბროკოლი და სხვა აგროპროდუქტი კომპანიის საწყობიდან, როგორც ყველა დიდ ქსელურ მარკეტში, ასევე უბნის მცირე ზომის მაღაზიებშიც განთავსდა.

მათივე ცნობით, კომპანია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფლებში პროდუქცის აქტიურ რეჟიმში შესყიდვას, 9 აპრილიდან მოყოლებული ახორციელებს.

„გასული კვირის განმავლობაში, ქვემო ქართლის ამ რეგიონიდან, „ჯიბე ქეშ & ქერიმ“ ფერმერებისგან საერთო ჯამში 200 ტონა კიტრი შეიძინა. აქედან 120 ტონა გადანაწილდა კომპანიის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით. პროდუქციის რეალიზაცია მოხდა სპეც აქციით, რომლის ფარგლებშიც ადგილზე საბითუმო ფასი შეადგენდა 1 ლარს. დარჩენილი 80 ტონის რეალიზება კომპანიამ ქსელურ მარკეტებსა და უბნის მცირე ზომის მაღაზიებში მოახდინა. აქტიური კონსულტაციების შედეგად ქსელური მარკეტების უმეტესობამ კიტრზე მოგების მცირე მარჟა დააწესა. შესაბამისად, მომხმარებელმა დახლზე 1 კგ კიტრის შეძენა ხელმისაწვდომ და ადრინდელზე დაბალ ფასად შეეძლო. აღსანიშნავია, რომ „ჯიბე ქეშ & ქერის“ რეალიზებული პროდუქტის საბოლოო ფასი კონკურენტუნარიანია იმპორტირებულ პროდუქტთან მიმართებაშიც. ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, კომპანიამ გაზარდა როგორც ერთეულის ჩასაბარებელი თანხა, ასევე დღიური ტრანზიტის რაოდენობა. მაგალითისთვის, 24 აპრილს, ხსენებული რეგიონიდან კომპანიამ 100 ტონაზე მეტი პროდუქცია შეიძინა და მისი დასაწყობება, სურსათის უვნებლობის სააგენტოს სტანდარტების სრული დაცვით, თბილისის საწყობში მოახდინა. შეძენილი პროდუქციის სრული რეალიზების პარალელურად, „ჯიბე ქეშ & ქერი“ აქტიურ, ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს რეგიონებში მუშაობას. ქვემო ქართლის შემდეგ ინტენსიური ლოჯისტიკური სამუშაოები მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებშიც მიმდინარეობს. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს „ჯიბე ქეშ & ქერისთან“ კომუნიკაცია სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით შეუძლიათ.

რაც შეეხება მომხმარებელს, ჩვენი კომპანიის ფილიალების ზუსტი მისამართების შესახებ ინფორმაცია ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელშია განთავსებული. ასევე აქტიურ რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს