ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სოციალურ აგენტებს ამ ეტაპზე მხოლოდ ფიქსირებული ხელფასები დაერიცხათ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სოციალურ აგენტებს ამ ეტაპზე მხოლოდ ფიქსირებული ხელფასები დაერიცხათ. მისივე თქმით, დღეს ასევე ხაზინაში გადაიგზავნა ბონუსური ანაზღაურება, რომელიც მათი ხელფასის ანაზღაურებას ორჯერ აღემატება და ხვალ უკვე მათ ანგარიშზე აისახება.

ტიკარაძემ ასევე სოციალური მუშაკების ეკიპირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბენეფიციარების მონიტორინგის პროცესი გამარტივებულია, მისი გააქტიურება არ იგეგმება და შესაბამისად, სოციალურ მუშაკებს ეკიპირება არ სჭირდებათ. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში ამ მიმართულებითაც იმუშავებენ.

„სოციალურ აგენტებთან მიმართებაში, მათ ჰქონდათ ორი ტიპის ანაზღაურება, ერთი იყო ფიქსირებული ანაზღაურება, ხოლო მეორე გამომუშავებითი. გამომუშავებითი ანაზღაურება მათ ამ ეტაპზე არ დარიცხვიათ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს გამარტივებული პროცედურები ჩვენს ბენეფიციარებთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე ჩვენ წინასწარ ვიზრუნეთ. მათ ამ ეტაპზე დაერიცხათ ხელფასი, ხოლო დღეს უკვე ხაზინაში გაგზავნილი არის ის ბონუსური ანაზღაურება, რომელიც მათი ხელფასის ანაზღაურებას ორჯერ აღემატება და ის სავარაუდოდ, ხვალ უკვე მათ ანგარიშზე აისახება.

რაც შეეხება ეკიპირებას, ჩვენ ამ ეტაპზე მიზნად გვაქვს დასახული, რომ ეს მონიტორინგი იყოს გამარტივებული ჩვენი ბენეფიციარებისთვის, შესაბამისად, არ ვგეგმავთ მათი მონიტორინგის გააქტიურებას, ჩვენი ბენეფიციარების შესასწავლად. შესაბამისად, მათ ეკიპირება არ ესაჭიროებათ, თუმცა თუ მსგავსი საკითხი დადგება დღის წესრიგში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთანავე, ტიკარაძემ სოციალური მუშაკების შრომითი უფლებების შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ამ მიმართულებით სოციალური სააგენტოს მხრიდან კონკრეტული პროექტი მზადდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა