"მოძრაობა მომავლისთვის" სვანეთში იმ ოჯახებს ეხმარება, რომლებსაც ტრაქტორების დაქირავების და დასათესი მასალის შეძენის საშუალება არ აქვთ

არასამთავრობო ორგანიზაციამ "მოძრაობა მომავლისთვის" სვანეთში იმ ოჯახების დახმარება დაიწყო, რომლებსაც ტრაქტორების დაქირავების და სათესლე პროდუქციის შეძენის საშუალება არ აქვთ. არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა მომავლისთვის" ინფორმაციით, ორგანიზაცია ამით ხელს შეუწყობს ადგილობრივებს, რომ აქტიური ხვნა-თესვის სეზონზე სხვადასხვა ბოსტნეული დათესონ.

მათივე ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციამ სოფელ ლენჯერში დახმარება გაუწია 10 ოჯახს.

„დასამუშავებელი და დასათესია 12 000 კვ. მ. მიწა. ამ ეტაპზე, თითო ოჯახს დაურიგეს 30 ლიტრი დიზელი (ტრაქტორისთვის) და 100 კგ კარტოფილის სათესლე. პროექტი, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის ფინანსური დახმარებით ხორციელდება, არ სრულდება მხოლოდ ამ კონკრეტული ადამიანების დახმარებით. მოსავლის აღების შემდეგ აღნიშნული ოჯახების ინიციატივით ისინი მზად არის გაიღონ ორი ტომარა კარტოფილი, რომელსაც შემდგომ ორგანიზაცია "მოძრაობა მომავლისთვის" წევრები დაურიგებენ გაჭირვებულ ადამიანებს. არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა მომავლისთვის" სვანეთის სხვა სოფლებშიც გააგრძელებს დახმარებას,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა