დავით მათიკაშვილი - გლობალური მასშტაბით არის დანახული ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, მართლაც, საკუთარი ქვეყნისთვის, ერისთვის, ამ მასშტაბის ქველმოქმედება უპრეცედენტოა

გლობალური მასშტაბით არის დანახული ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, მართლაც, საკუთარი ქვეყნისთვის, ერისთვის ამ დონის, ამ მასშტაბის ქველმოქმედება უპრეცედენტოა მთელ მსოფლიოში,- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი The Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მიერ გაცემული ქველმოქმედება საერთაშორისო პარტნიორებისგან და გამოცემებისგან შესაბამისად არის აღქმული.

„როგორც მოგეხსენებათ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 90 -იანი წლებიდან დღემდე მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის არის საკუთარი ხალხის და ერის მიმართ. ეს არაერთგზის იქნა დაფიქსირებული და აღქმული შესაბამისად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და არაერთი გამომცემლობის მიერაც. რაც შეეხება კონკრეტულ გამოცემას, ცოტა გლობალური მასშტაბით არის დანახული ბატონი ბიძინას ქველმოქმედება, სადაც მართლაც საკუთარი ქვეყნისთვის, ერისთვის ამ დონის, ამ მასშტაბის ქველმოქმედება უპრეცედენტოა მთელ მსოფლიოში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს ვინც ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ამ ფონდში თანხები გაიღო და დაეხმარა ჩვენს ქვეყანას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში,“- განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, The Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ პანდემიის წინააღმდეგ ქველმოქმედთა სიაში ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მსხვილი დონორია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა