დავით მათიკაშვილი – იმ დანაშაულებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც სააკაშვილს საკუთარი ერის და ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი, ის არ უნდა დაინიშნოს არც ერთ თანამდებობაზე

იმ დანაშაულებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც სააკაშვილს საკუთარი ერის და ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი, ის არ უნდა დაინიშნოს არც ერთ თანამდებობაზე არც ერთ ქვეყანაში. ეს ცხადია, მათი სუვერენული უფლებაა, თუმცა ჩვენ, როგორც საქართველოს ხელისუფლება, ამ ნაბიჯს ადეკვატურად აღვიქვამთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას.

მათიკაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინის „ვერხოვნა რადას“ დეპუტატები საქართველოს მიმართ „არამეგობრულ ნაბიჯს“ არ გადადგამენ.

„ჩვენი არაერთი კოლეგის მიერ შესაბამისი წერილი იქნა გაგზავნილი უკრაინის „ვერხოვნა რადას“ დეპუტატებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებებია აღწერილი, ასევე ის, რომ საქართველოს სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილია არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი. სტრასბურგის სასამართლომ ერთ-ერთი განაჩენი მიიჩნია იმის მანიშნებლად, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალადობრივი რეჟიმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. ეს გასათვალისწინებელია ჩვენი უკრაინელი კოლეგების მიერ. ამ ყველაფრის ფონზე მიხეილ სააკაშვილის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა არამეგობრული და არაკეთილმეზობლური ნაბიჯი იქნება საქართველოს მიმართ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი უკრაინელი კოლეგები მათთვის ძალიან ახლო და მეგობრული ქვეყნის მიმართ ასეთ ნაბიჯს არ გადადგამენ. იმ დანაშაულებრივი ქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც სააკაშვილს საკუთარი ერის და ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი, ის არ უნდა იქნეს დანიშნული არც ერთ თანამდებობაზე არც ერთ ქვეყანაში. ეს ცხადია, მათი სუვერენული უფლებაა, თუმცა ჩვენ, როგორც საქართველოს ხელისუფლება, ამ ნაბიჯს ადეკვატურად აღვიქვამთ", - განაცხადა მათიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მთავრობაში რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა დაუშვებელია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა