გორის რაიონული სასამართლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

გორის რაიონული სასამართლო ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებული წინამძღვარის, დავით (კობა) კობაიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

სასამართლო სხდომა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბრალდების მხარე, პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. თავად ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის მხარე კატეგორიულად არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და მიაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული.

ცნობისთვის, დავით (კობა) კობაიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, დაკავებულმა დავით (კობა) კობაიძემ გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა