საპატრიარქო - თუ დაკავებულ სასულიერო პირს ბრალეულობა დაუმტკიცდება, ასეთ შემთხვევაში საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები უნდა მიიღოს მმართველმა მღვდელმთავარმა, ან სინოდმა

თუ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ სასულიერო პირს ბრალეულობა დაუმტკიცდება, საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები უნდა მიიღოს მმართველმა მღვდელმთავარმა, ან სინოდმა.

ამის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ საპატრიარქოში განუცხადეს.

„რამდენიმე დღის წინ ეპარქიამ არ დაადასტურა ინფორმაცია ინციდენტის შესახებ, თუმცა ვრცელდებოდა საპირისპირო ინფორმაციაც. როგორც უკვე ცნობილია სამართალდამცველმა უწყებამ დააკავა სასულიერო პირი, მძიმე ბრალდებით. ჯერ გაურკვეველია ბრალი დაუმტკიცდება თუ არა. ზოგადად მსგავსი ქმედება შეუთავსებელი იქნებოდა სასულიერო პირობასთან. ასეთ შემთხვევაში საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები უნდა მიიღოს მმართველმა მღვდელმთავარმა, ან სინოდმა.

საპატრიარქო ამ საკითხზე ვერ იმსჯელებს“ , - აცხადებენ საპატრიარქოში.

ცნობისათვის, გორის რაიონულმა სასამართლომ ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, დავით (კობა) კობაიძეს პატიმრობა შეუფარდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო