„ფრონტერა რისორსი“  საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ფრონტერა რისორსი“ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ და მათ მიერ დაქირავებულმა იურისტებმა, შეგნებულად გააკეთეს არასწორი საჯარო განცხადებები, იმ საარბიტრაჟო დავის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც 2018 წელს საქართველოს მთავრობამ წამოიწყო კომპანიის წინააღმდეგ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და მათი დაქირავებული იურისტების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები გამიზნულია შეცდომაში შეყვანისა და საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების სინამდვილეში არსებული შედეგიდან ყურადღების გადატანისათვის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გაავრცელა ყალბი ახალი ამბები, რომელიც განზრახ ამახინჯებს არბიტრაჟის შედეგებს.

"ამ განცხადებებმა და ყალბმა ახალმა ამბებმა გამიზნულად შელახეს ჩვენი კომპანიის მიერ საქართველოში ოცდაოთხი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოები და მასთან დაკავშირებული ინვესტიციები, რაც $ 500 მილიონ დოლარს აჭარბებს. ამ დღეებში გავრცელებული ასეთივე ყალბი ამბები და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები შეიცავს შეუფერებელ მცდელობას შეურაცხყონ აშშ-ის ხელისუფლება და მოახდინონ როგორც მათი, ასევე „ფრონტერას“ მსგავსი ამერიკული ბიზნესის სხვა მხარდამჭერთა დისკრედიტაცია. ამასთანავე, შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებასთან ერთად, ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა იურისტებმა სწრაფად გამონახეს საშუალება მოეხდინათ კაპიტალიზაცია ამ შეთხზული ამბის შეუფერებელი გავრცელებით და გაეკეთებინათ თავიანთი ბიზნესის რეკლამირება იურიდიულ, სავაჭრო და სოციალურ მედიაში. ეს არა არის გასაკვირი, ვინაიდან ხელისუფლების იურიდიულმა მრჩევლებმა გაასაჯაროვეს, რომ მათ გასამრჯელოდ 30 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს ( $ 9 მილიონი დოლარი) სახელმწიფო ხაზინიდან, ფრონტერას წინააღმდეგ დაწყებული დავისთვის. ნამდვილად კარგი ბიზნესია. ამის გამო, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ყალბი და არაკეთილგანწყობილი პიარ კამპანია ფრონტერასა და საქართველოში მომუშავე სხვა ამერიკული ბიზნესის წინააღმდეგ. ფრონტერა კმაყოფილია საარბიტრაჟო საამართლოს გადაწყვეტილების შედეგით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა სასტიკი და წარუმატებელი ტაქტიკით ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება აუხსნელი მიზეზებით, სისტემატიურად ხელი შეეშალა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს, ნავთობისა და გაზის სექტორში მიმდინარე სამუშაოებისათვის, მასში დასაქმებული ასობით ქართველ თანამშრომლისათვის, კონტრაქტორებისა თუ სხვა ბიზნესებისათვის.

ამ გამოწვევებით სავსე დროს, რაც საქართველოში COVID-19 ის გამო არსებული საგანგებო მდგომარეობით არის გამოწვეული და საქართველოს უამრავი მოქალაქეს ტანჯავს, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ არ უნდა დავიშუროთ ნებისმიერი მცდელობა, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის აღდგენას პანდემიის შემდგომ პერიოდში. ამ კონტექსტში, როგორც კერძო სექტორის ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორი საქართველოში, ფრონტერა კვლავაც რჩება საქართველოს ერთგულ კორპორატიულ მოქალაქედ, იმ ვალდებულებით, რომ მიეხმაროს ქვეყანას ხელახლა ააშენოს თავისი ეკონომიკა და მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რაც კახეთის რეგიონში ჩვენს მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დადგება.

ახლა, როცა ხელისუფლების მიერ კომპანიის წინააღმდეგ დაწყებული იურიდიული სამართალწარმოება დასრულდა, ვიმედოვნებთ რომ გადავერთვებით უფრო კონსტრუქციულ სულისკვეთებაზე. გვჯერა, რომ ნაცვლად ამერიკული ბიზნეს ინტერესების წინააღმდეგ დახარჯული ძვირფასი ფინანსური სახსრებისა ხელისუფლება გამოძებნის გზას, რათა ეს ფინანსური საშუალებები მიმართოს გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ხოლო ფრონტერასთან და სხვა მსგავს კომპანიებთან გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები კვლავ შემოვიდეს ქვეყანაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს